საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
თარიღი 2025-03-22
თარიღი 14:45 სთ
მისამართი თსუ

მეცნიერების თასი წარმოადგენს ვიქტორინას, რომელშიც გუნდებად იღებენ მონაწილეობას საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მაღალი კლასების მოსწავლეები. ვიქტორინა ტარდება 5 სასკოლო საგანში მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია და ასევე, ელექტრონიკასა და გეოლოგიაში. შეკითხვების ერთი ნაწილი შეეხება მეცნიერების ისტორიას საქართველოში, წარსულში გამოჩენილი ქართველი მეცნიერების ასევე, თანამედროვე ქართველი მეცნიერების მიღწევებს. ვიქტორინის ამოცანები/შეკითხვები არის სახალისო, ორგინალური და სწრაფად ამოხსნადი.

2025 წლის მარტსა და აპრილში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით ( #SPG-24-335) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკუტეტზე ტარდება სამეცნიერო კონკურსი „მეცნიერების თასი - 2024/2025“ თბილისისა და რეგიონების საჯარო და კერძო სკოლების X-XII კლასის მოსწავლეთათვის.

 

მეცნიერების თასი 2024-2025 

 

მსგავსი ღონისძიებები